სანკ პეტერბურგში უნივერსიტეტის შენობა ჩამოინგრა
ნანგრევებს ქვეშ სავარაუდოდ 21 ადამიანია დარჩენილი
1146733
რუსეთის ქალაქ სანკ-პეტერბურგის ერთ ერთი უნივერსიტეტის შენობის ნაწილი ჩამოინგრა და სავარაუდოდ ნანგრევების ქვეშ 21 ადამიანია დარჩენილი. ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებების განცხადებებით, სანკ-პეტერბურგში, საინფორმაციო ტექნოლოგიების, მექანიკისა და ოპტიკის უნივერსიტეტის შენობა, მე-5 სართულიდან მე -2 სართულამდე ჩამოინგრა. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ განაცხადა, რომ სართულების ჩამონგრევა შეიძლება გამოიწვია სარემონტო სამუშაოების დროს გამოჩენილმა გულგრილობამ და არასწორმა სამუშაოებმა. ამავე ინფორმაციით, მაშველებმა 60-ზე მეტი ადამიანის ევაკუირება მოახდინეს. ბოლო ინფორმაციებით, სამძებრო და სამაშველო სამუშაოები გრძელდება და შენობის ჩამონგრევის მიზეზებს გამოძიება დაადგენს