დაეში სირიაში მარცხდება
დაეში სირიაში მარცხდება
ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტულმა ტერ ორგანიზაცია, YPG/PKK-მ სირიაში მდინარე ევფრატის აღმოსავლეთში, დაეში-ს კონტროლში მყოფ ბოლო დასახლებაზეც დაამყარა კონტროლი. YPG/PKK-მ, აშშ-ს მხარდაჭერით შეიძლება ითქვას, რომ მდინარე ევფრატის აღმოსავლეთის ოკუპაცია მთლიანად მოახდინა. ადგილობრივ წყაროებზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, YPG/PKK და აშშ, სირია-ერაყის საზღვართან მდებარე დეირ-ეზ-ზორის რაიონის სოფელ ბაგოზში შევიწროვებულ დაეში-ს ბოლო ჯგუფთან შეთანხმებას მიაღწია. სოფლის ბაღებში და მათ მიერ აგებულ ბანაკებში შემწყვდეულმა დაახლოებით 500 ტერორისტმა ჩაბარების თანხმობა გამოაცხადა. გუშინდელი ფაქტის შემდეგ დაეშ-ს სირიაში მხოლოდ 2% დარჩა ოკუპირებული, ხოლო სეპარატისტულ ტერ ორგანიზაცია, YPG/PKK-ს ამ ქვეყნის 28%-ი აქვს ოკუპირებული. ამერიკას, სირიაში თავის მოკავშირედ მიჩნეულ, YPG/PKK-ს მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე 18 ბაზა და 2000 სამხედრო პერსონალი ჰყავს.