სოჭში ერდოღან-პუტინ-რუჰანის მონაწილეობთ მორიგი სამთა სამიტი გაიმართა

სოჭში ერდოღან-პუტინ-რუჰანის მონაწილეობთ მორიგი სამთა სამიტი გაიმართა

1145566
სოჭში ერდოღან-პუტინ-რუჰანის მონაწილეობთ მორიგი სამთა სამიტი გაიმართა

სირიის საკითხთან დაკავშირებით მე-4 სამთა სამიტი თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანის, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის და ირანის პრეზიდენტ, ჰასან რუჰანის მონაწილეობით სოჭში დაიწყო. სამიტი, ლიდერების სიტყვით გამოსვლით გაიხსნა.  პრეზიდენტმა ერდოღანმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „უკვე 8 წელია იარაღების ჩრდილოში მყოფი სირიელი ხალხი ჩვენგან ხანგრძლივ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ელის. მიუხედავად სხვადასხვა პრობლემების და აზრთა სხვადასხვაობის, ასტანის პროცესის შენარჩუნება შევძელით. ზოგიერთი ამ პროცესის პროვოკაციული მეთოდებით ჩაშლასაც კი შეეცადა. ჩვენ  სირიაში სისხლის ღვრის შეჩერებას ვცდილობთ.  ზოგიერთები კიდევ უფრო მეტი სისხლის დაღვრის მცდელობით გამოდიან. იმ შემთხვევაში თუ, ჩვენ გონივრულად მოვიქცევით მაშინ, მათ ამის შანსს არ მივცემთ. თურქეთი, სირიელ ხალხს ყველაზე რთულ პერიოდში დაუდგა გვერდით. დღემდე ჩვენ 35 მილიარდი დოლარი დავახარჯეთ მათ. სირიაში სტაბილურობის ჩამოსაყალიბებლად დღემდე მრავალი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით და ასე გავაგრძელებთ მომავალშიც. ის ხალხის რომლებიც ჩვენ ამ შეხვედრაზე ამყარებს იმედებს, მოდით მათ სამახარობლო ამბავი ვაცნობოთ“. 

პუტინმა კი  სამიტის დაწყებამდის  სიტყვით გამოსვლის წინ განაცხადა: „დღეისათვის სირიაში თითქმის მთლიან ტერიტორიაზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არის მიღწეული. ეს კი ჩვენი საერთო კონკრეტული და პოზიტიური შედეგია. რუსეთის-თურქეთის და ირანის საერთო მიზანი, სირიაში ცხოვრების ნორმალიზება გახლავთ. ამ თვალსაზრისით იდლიბში დემილიტარიზებული ზონის შექმნაზე უნდა შევთანხმდეთ. ბატონ, ერდოღანთან პირისპირ შეხვედრაზე სირიის ჩრდილოეთის მდგომარეობა და ამ ქვეყნიდან, აშშ-ს სამხედროების გაყვანის გადაწყვეტილებაც განვიხილეთ. ჩვენ სირიის ტერიტორიულ მთლიანობის საკითხში ვთანხმდებით. სირიის საკითხთან დაკავშირებით გაერო უფრო აქტიურად უნდა იყოს ჩართული. ვიმედოვნებ, რომ სირიის  საკონსტიტუციო  კომისია უახლოეს ხანებში დაასრულებს მუშაობას“.

სოჭში მიმდინარე მე-4 სამთა სამიტის დაწყების წინ ასევე სიტყვით გამოვიდა ირანის პრეზიდენტიც, რომელმაც განაცხადა: „ორმხრივი შეხვედრების დროს სირიაზე უცხო ქვეყნის ჩარევის გარეშე კრიზისი მოგვარებაზე და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებაზე გავამახვილეთ ყურადღება. ჩვენი მიზანია, ყველა ტერ ორგანიზაციების მოგერიება და დიალოგის გაფართოება. ასევე ჩვენი ერთობლივი მუშაობის მთავარი მიზანი, ახალი კონსტიტუციის ჩამოყალიბება და იძულებით მიგრაციაში წასული მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებაა. სამწუხაროდ აშშ,  სირიასა და ერაყში ტერორისტულ დაჯგუფებებს იფარავს. ამერიკა ტერ ორგანიზაციების გამოყენებით მიზნის მიღწევას ცდილობს. სირია, როგორც აშშ-ს ასევე სხვა ქვეყნის ძალებმაც უნდა დატოვონ“.



მსგავსი ინფორმაციები