ბარზანი სირიელ ოპოზიციონერებს შეხვდა

შეხვედრა ქალაქ ერბილში შესდგა

1137659
ბარზანი სირიელ ოპოზიციონერებს შეხვდა

 

სირიის მოვლენებზე ისაუბრეს ჩრდილოეთ ერაყის  ქურთული რეგიონის ყოფილმა ლიდერმა მესუდ ბარზანიმ და სირიის ოპოზიციის მიერ შექმნილი მოლაპარაკებების უმაღლესი  კომიტეტის თავჯდომარე ნასირ ჰარირიმ.

ბარზანის ოფისიდან გავრცელებული განცხადებით, ქურთული ავტონომიის ყოფილმა ხელმძღვანელმა სირიული ოპოზიციური დელეგაცია ქალაქ ერბილში მოქმედ ოფისში მიიღო და სირიის პოლიტიკურ მოვლენებთან ერთად, ამ ქვეყნიდან აშშ-ის ჯარები გაყვანის საკითხებიც განიხილეს.

“მხარეებმა ხაზი გაუსვეს სირიაში არსებული პრობლემების პოლიტიკური და დიალოგის გზით მოგვარებაზე და ამასთან, სირიაში ზეგავლენის მქონე სახელმწიფოების როლსა და მნიშვნელობაზე ურთიერთ აზრებიც გაცვალეს“, იტყობინებიან ბარზანის ოფისიდან



მსგავსი ინფორმაციები