აფეთქება ირანში

ქალაქ ზაჰიდანში გუშინ 2 ცალი ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად უსაფრთხოების 3 თანამშრომელი დაიჭრა

1135597
აფეთქება ირანში

ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე სისტან-ბელჩუტანის პროვინციის ცენტრში ქალაქ ზაჰიდანში გუშინ 2 ცალი ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად უსაფრთხოების 3 თანამშრომელი დაიჭრა.

სისტან-ბელუჩისტანის უშიშროების სამსახურის გენერალურმა დირექტორმა მუჰამად განბერმა ირანის სახელმწიფო ტელევიზიით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ქალაქ ზაჰიდანის ცენტრში 2 ხელნაკეთი ბომბი აფეთქა და მომხდარის ადგილზე უსაფრთხოების ძალებია გაგზავნილი.  მისივე თქმით, ადგილობრივი დროით 20.30 საათზე მომხდარი აფეთქების შედეგად უსაფრთხოების 3 თანამშრომელი დაიჭრა. ფაქტთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.


საკვანძო სიტყვები: #ირანი , #აფეთქება , #ხელნაკეთი ბომბი

მსგავსი ინფორმაციები