რუსეთი პალესტინური დაჯგუფების შერიგებას ცდილობს

მოსკოვში დაგეგმილ პალესტინის შეკრებაზე ჰამასიც მიიწვიეს

1134798
რუსეთი პალესტინური დაჯგუფების შერიგებას ცდილობს

 

ჰამასმა განაცხადა, რომ თებერვლის დასაწყისში რუსეთში დაგეგმილი შეხვედრაზე, რომელზედაც პალესტინის შერიგების საკითხებს განიხილავენ, მოსკოვის ადმინისტრაციამ მათაც გამოუგზავნა მიწვევა.

ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის შეხვედრაზე გაყოფილი პალესტინის გაერთიანების საკითხი დეტალურად განიხილება და ამიტომ მას დიდი მნიშვნელობა აქვს.

უფრო ადრöე მოსკოვში პალესტინის ელჩმა აბდულჰაფიზ ნიუფელმა განაცხადა, რომ 11 თებერვალს მოსკოვში დაგეგმილია შეხვედრა, რომელზედაც ყველა პალესტინინური  დაჯგუფების თავშეყრას ეცდებიან.

გასული წლის დეკემბერში რუსეთმა განაცხადა, რომ მზად იყო მოსკოვში პალესტინის ორ მთავარ დაჯგუფებას, ფატიჰსა და ჰამასს შორის შეხვედრის ორგანიზება, რათა უზრუნველეყო მათ შორის შერიგება



მსგავსი ინფორმაციები