ისრაელის ჯარისკაცებმა ამჯერად სკოლა ამოიღეს მიზანში
დაიჭრა სკოლის თანამშრომელი
1134603
ღაზის განათლების სამინისტროს წერილობითი განცხადებით, ისრაელის ჯარისკაცებმა ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ბეით ჰანის დასახლების მეჰდიე შევვას სახელობის სკოლას, სასწავლო პროცესის მინდინარეობის დროს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიჭრა.
ამავე განცხადებით, დაჭრილი ამავე სკოლის თანამშრომელია და ცეცხლის გახსნის დროს მოსწავლეებმა დიდი შიში და პანიკა განიცადეს რა, ამასთან, მსუბუქი დაზიანება მიიღო თვით სკოლის შენობამ. ისრაელის არმიას ამ თავდასხმასთან დაკავშირებით ჯერ ჯერობით რაიმე განცხადება არ გაუვრცელებია.