თურქეთმა სირიაში YPG/PKK-ს ტერორისტების სამიზნეები დაბომბა

თურქეთმა სირიაში YPG/PKK-ს ტერორისტების სამიზნეები დაბომბა

1133935
თურქეთმა სირიაში YPG/PKK-ს ტერორისტების სამიზნეები დაბომბა

თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა, სირიის ჩრდილოეთში, აზაზის და მარეს რეგიონებში სეპარატისტული ტერ ორგანიზაცია,  YPG/PKK-ს სამიზნეებიდაბომბა. გავრცელებული ინფორმაციით აზაზის და მარეს რეგიონების ჩრდილოეთ ნაწილში, რომელიც YPG/PKK-ს მიერ არის ოკუპირებული, თავისუფალის სირიის არმიასა და ტერორისტებს შორის შეტაკება მოხდა. შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა. შეტაკებების შემდეგ „ევფრატის ფარი“-ს ოპერაციის რეგიონში განთავსებულმა თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა ზემოთ ხსენებულ რეგიონებში YPG/PKK-ს ტერორისტების სამიზნეები ჰაუბიცებით დაბომბა. შედეგად მრავალი ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული. თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ, ქილისის მოპირდაპირედ, სირიის ტერიტორიაზე მდებარე აზაზის და მარეს რეგიონებში ტერ ორგანიზაცია, YPG/PKK-სა და თავისუფალი სირიის არმიას შორის შეტაკებები პერიოდულად ხდება.



მსგავსი ინფორმაციები