სირიაში ასადის რეჟიმის თავდასხმებს 2 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა

სირიაში ასადის რეჟიმის თავდასხმებს 2 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა

1131414
სირიაში ასადის რეჟიმის თავდასხმებს 2 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა

ბაშარ ასადის რეჟიმისა და ირანის მიერ მხარდაჭერილი ტერორისტული ჯგუფების „იდლიბის დეესკალაციის ზონის“ საზღვრებში ალეპოს პროვინციის დასავლეთით მდებარე დასახლებულ ადგილებზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 2 მშვიდობიანი მოქალაქე მათგან ერთი ბავშვი დაიღუპა, 6 კი დაიჭრა.  

რეჟიმის ძალები იდლიბის დეესკალაციის ზონაში მდებარე და სოჭის შეთანხმების ფარგლებში მძიმე შეიარაღებისგან გაწმენდილ რეგიონში სამხედრო ოპოზიციის ხაზებს და მშვიდობიან დასახლებების დღის მანძილზე ბომბავდა.

ჰამას ჩრდილოეთში მდებარე კეფერ ზიტას, ლატემნესა და მორიკის რაიონების მიმდებარე ადგილები, ალეპოს დასავლეთ პერიფერიაში მდებარე სოფელი ჰავირი და იდლიბის სამხრეთში მდებარე დაბა ჯერჯენაზი რეჟიმის ძალებმა ინტენსიური საარტილერიო ცეცხლითა და რაკეტებით დაბომბეს.

ალეპოს სამოქალაქო თავდაცვის დირექტორის ომერ ჰაჯ უბეიდას განცხადებით, სოფელ ჰავირში ორი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ერთი ბავშვი დაუღუპა, 6 კი დაიჭრა. მისივე თქმით, დაჭრილებიდან ზოგიერთის მდგომარეობა მძიმეა.

სირიის ადამიანის უფლებათა ქსელის (SNHR) მიერ გასულ თვეში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, სოჭის შეთანხმების ხელმოწერიდან 2018 წლის 17 სექტემბრიდან 2018 წლის 24 დეკემბრამდე იდლიბში ასადის რეჟიმის ძალების მიერ განხორცილებული თავდასხმების შედეგად 45 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის 6 ქალი და 22 ბავშვი.

რეჟიმის ძალების თავდასხმების მიმდინარეობისას შეთანხმებით განსაზღვრული რეგიონებიდან სამხედრო ოპოზიციამ 2018 წლის 10 ოქტომბერს მძიმე შეიარაღება გაიტანა.


საკვანძო სიტყვები: #სირია , #ასადი , #რეჟიმი , #თავდასხმა

მსგავსი ინფორმაციები