ბულგარეთში გრიპის ეპიდემიის შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა

ბულგარეთში გრიპის ეპიდემიის შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ერთი ბავშვი

1131319
ბულგარეთში გრიპის ეპიდემიის შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა

ბულგარეთში გრიპის ეპიდემიის შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ერთი ბავშვი.

ჯანდაცვის სამინისტროში გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ქვეყანაში დედაქალაქ სოფიის ჩათვლით 10 პროვინციაში გრიპის ეპიდემია გამოცხადდა.  

განათლების სამინისტრომ გრიპის ეპიდემიის გავრცელების პროვინციებში მდებარე 1074 სკოლაში სწავლა შეწყვიტა.

ეპიდემიასთან დაკავშირებით ერთ-ერთმა ექიმმა განცხადება გააკეთა, რომელშიც ნათქვამია: „ვირუსით განსაკუთრებით ბავშვები და მოხუცები ავადდებიან და შესაძლოა მათ სერიოზული გართულებები გამოიწვიონ... მოქალაქეები, რომლებიც დაავადებას სერიოზულად არ უდგებიან და საკუთარი მეთოდებით მკურნალობენ, ჩვენ მაშინ მოგვმართავენ როდესაც გრიპი პნევმონიაში გადაიზრდება. მაშინ როდესაც სისუსტის, მაღალი წნევისა და ხველების მსგავსი სიმპტომების დროს რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიმართონ ექიმს და სათანადო მკურნალობა დაიწყონ.“


საკვანძო სიტყვები: #ბულგარეთი , #გრიპი , #ეპიდემია

მსგავსი ინფორმაციები