აზერბაიჯანი 20 იანვრის “შეჰიდებს“ გლოვობს

დღესაც მთავარი ცერემონია შეჰიდთა ხიაბანში გაიმართა

1129356
აზერბაიჯანი 20 იანვრის “შეჰიდებს“ გლოვობს

 

აზერბაიჯანში, 1990 წლის 20 იანვრის ხოცვა-ჟლეტის მსხვერპლთ კიდევ ერთხელ იგონებენ.

ისინი დამოუკიდებლობის სიმბოლოდ იქცნენ, ხოლო თვით ამ დღეს კი "სისხლიანი იანვარი" უწოდეს.

ადგილობრივი დროით 12 საათისთვის აზერბაიჯანის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში ყველა დაღუპულის განსვენებულ ე.წ. “შეჰიდლერ ხიაბანი“-ში შეკრებილმა ათასობით კაცმა, პრეზიდენტ ილჰამ ალიევის და მთავრობის წევრთა მონაწილეობით, ჯერ ერთ წუთიანი დუმილით პატივი მიაგეს განსვენებულთა სულს, შემდეგ კი აზერბაიჯანის ეროვნული ჰიმნი შეასრულეს, რის კვალდაკვალ პრეზიდენტმა ალიევმა ყვავილების გვირგვინით შეამკო მარადიული ცეცხლის მემორიალი.

შეჰიდთა ხიაბანი ყვავილებით შეამკეს ასევე თურქეთის ელჩმა ბაქოში ერქან ოზორალმა და  საელჩოს თანამშრომლებმა, ასევე ბაქოში მოქმედი სხვა თურქული ორგანიზაციების წარმომადგენლებმაც.

1990 წლის დასაწყისში, 10 ათასობით აზერბაიჯანელი შეიკრიბა ბაქოს აზადლიკის მოედანზე რა, მათ გრძელვადიანი ანტისაბჭოური და ანტი სომხური აქციები დაიწყეს. ამის საპასუხოდ, საბჭოთა არმიის ნაწილები 20 იანვარს ბაქოს სხვადასხვა რეგიონებში შევიდნენ და სისხლით დაარბიეს მშვიდობიანი დემონსტრაცია, რომლის დროსაც დაახლოებით 150 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის ქალები და ბავშვები, ხოლო ასობით ადამიანი კი დაიჭრა.

მას შემდეგ 20 იანვარი გლოვით აღინიშნება მთელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე


 



მსგავსი ინფორმაციები