ანკარა-თბილისი-ანკარას პირდაპირი რეისები დაიწყო

პირდაპირი რეისები კვირაში ორჯერ განხორციელდება

1128183
ანკარა-თბილისი-ანკარას პირდაპირი რეისები დაიწყო
thy(7).jpg

თურქეთის ავიახაზების (Turkish Airlines) ანკარა-თბილისი-ანკარაპირდაპირი რეისები უკვე დაიწყო.  ანკარას ესენბოღას აეროპორტიდან გაფრენილი პირველი თვითმფრინავი თბილისში, შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ადგილობრივი დროით 03.15 საათზე დაჯდა. თურქეთის ავიახაზების პირველ თვითმფრინავს თბილისის აეროპორტში საქართველოს ელჩი თურქეთში, გიორგი ჯანჯღავა და თავისი თურქი კოლეგა, ფატმა ჯერენ იაზგანი ოჯახებთან ერთად დახვდნენ. თურქეთის ავიახაზები (THY) ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის პირდაპირ რეისებს კვირაში ორჯერ განახორციელებს.



მსგავსი ინფორმაციები