ქალაქ შახტში დაღუპულთა რაოდენობა 4 კაცამდე გაიზარდა
ეს აფეთქება გუშინწინ მოხდა
1126786

რუსეთის როსტოვის რეგიონში, ერთ ბინაში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გუშინ წინ წარმოქმნილი აფეთქების დროს დაღუპულთა რაოდენობა 4-მდე გაიზარდა.
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს განცხადებით, ქალაქ შახტის 9-სართულიანი შენობის ნანგრევებში საძიებო და სამაშველო სამუშაოების დროს კიდევ სამი კაცის გვამს მიაგნეს.
აფეთქების შედეგად 4 ბინა ჩამოიქცა და პირველ დღეს მხოლოდ 1 კაცი იყო დაღუპული.
როგორც ცნობილია იმავე რუსეთში, ჩელიაბინსკის ოლქში შემავალ ქალაქ მაგნიტოგორსკში 31 დეკემბერს, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მომხდარ აფეთქებას 39 ადამიანი ემსხვერპლა