ისრაელი პალესტინელების მიმართ ძალადობას განაგრძობს

ისრაელი პალესტინელების მიმართ ძალადობას განაგრძობს

1124494
ისრაელი პალესტინელების მიმართ ძალადობას განაგრძობს

ოკუპირებულ იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელების კუთვნილ სამუშაო ადგილებზე თავდასხმის განმხორციელებელმა ისრაელის სამხედროებმა წინასწარი მონაცემებით შვიდი პალესტინელი დაჭრეს. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ქალაქ, რამალაში ისრაელის სამხედროებთან მომხდარი შეტაკების დროს შვიდი პალესტინელი დაშავდა. სამინისტროს განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ისრაელის სამხედროებმა რამალაში პალესტინელების სამუშაო ადგილებზე განხორციელებული თავდასხმების დროს სათვალთვალო კამერების მოხსნა დაიწყეს, რის გამოც პალესტინელებმა მათი ეს საქციელი გააპროტესტეს რა, მომხდარი შეტაკების დროს 7 პალესტინელი დაშავდა. ისრაელის სამხედროებზე წინააღმდეგობის გამწევი პალესტინელების წინააღმდეგ ებრაელმა ჯარისკაცებმა რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. მეორეს მხრივ, ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ღაზის ჩრდილოეთ ნაწილში  საჰაერო თავდასხმა განახორციელა. ისრაელის საბრძოლო თვითმფრინავებმა, ჰამასის კუთვნილი სადამკვირვებლო პუნქტები დაბომბა. საჰაერო თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.



მსგავსი ინფორმაციები