სალომე ზურაბიშვილი საქველმოქმედო ფონდს შექმნის

იგი თავის ხელფასს ამ ფონდში გადარიცხავს

1124186
სალომე ზურაბიშვილი საქველმოქმედო ფონდს შექმნის

 

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ თავის ხელფასს ჩარიცხავს მისი მხრიდან ახლად შესაქმნელ ფონდში, რომელიც პირდაპირ პრეზიდენტის დაქვემდებარებაში იქნება.

გუშინ, თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ წინა პრეზიდენტს დაქვემდებარებული "სარეზერვო ფონდი" გაუქმებულია და მისი ინიციატივით ახალი ფონდი შეიქმნება.

"საქველმოქმედო საქმიანობები და ახალი ინიციატივები უნდა წახალისდეს, ხოლო პრეზიდენტი უნდა გახდეს ასეთი ქმედებების დამცველი, ამიტომ გადავწყვიტე, საზოგადოების წარმომადგენლების დახმარებით შევქმნათ ახალი ფონდი, რომელშიც მე ჩემს ხელფასს გადავრიცხავ, რადგან, საფრანგეთიდან მიღებული პენსია მე მყოფნის და იმედი მაქვს, რომ ამ საქმეში სხვებიც მომყვებიან“, განაცხადა ახალმა პრეზიდენტმა.

იგი შეეხო საქართველოსა და რუსეთს შორის დაძაბული ურთიერთობების ნორმალიზაციისა და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა-განახლების საკითხსაც და აღნიშნა, რომ  ამ ურთიერთობების ახლიდან აღდგენა შეუძლებელია.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვეტილია.

2018 წლის 28 ნოემბერს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, სალომე ზურაბიშვილმა ხმების 59,54%-ი მიიღო და ქვეყნის ისტორიაში პირველი პრეზიდენტი ქალი გახდა.

მისი ინაუგურაცია 2018 წლის 16 დეკემბერს შესდგა



მსგავსი ინფორმაციები