ირანი მეზობელ ქვეყნებს თანამშრომლობის გაღრმავებისკენ მოუწოდებს

ირანი მეზობელ ქვეყნებს თანამშრომლობის გაღრმავებისკენ მოუწოდებს

1122382
ირანი მეზობელ ქვეყნებს თანამშრომლობის გაღრმავებისკენ მოუწოდებს

ირანი, მეზობელ ქვეყნებს ეკონომიკის სფეროში მიღწეული შეთანხმებების დაუყონებლივ აღსრულებისკენ მოუწოდებს. ირანის პრეზიდენტის პრესცენტრიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეკონომიკური კოორდინაციის უმაღლესი საბჭო პრეზიდენტ, ჰასან რუჰანის თავჯდომარეობით დედაქალაქ თეირანში შეიკრიბა. შეხვედრას, ქვეყნის პარლამენტის თავჯდომარე ალი ლარიჯანი, ვიცეპრეზიდენტები, ეკონომიკის მინისტრი, ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი და სხვა მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. თეირანში გამართულ შეხვედრაზე, მეზობელ ქვეყნებთან ეკონომიკური თანამშრომლობის, იმპორტ-ექსპორტის საკითხი, ერთობლივი ინვესტიციების განხორციელება და სხვა მრავალი საკითხი იქნა განხილული.  



მსგავსი ინფორმაციები