ტრამპი აგრძელებს ურთიერთგამომრიცხავი განცხადებების გავრცელებას
“მე არ მითქვია, რომ ამ პროცესს მეტად სწრაფად და მოკლე დროში დავასრულებთ“

როგორც განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში, ჟურნალისტებთან გამართულ პრეს კონფერენციაზე, იგი მეტად კატეგორიულია სირიიდან ამერიკული სამხედრო ძალების გამოყვანის საკითხში, მაგრამ, არასოდეს არ უთქვია, რომ ამ პროცესს მეტად სწრაფად და მოკლე დროში დაასრულებენ.
“მე როდესაც პრეზიდენტის სავარძელში ჩავჯექი, სირიისა და ერაყის დიდი ნაწილი DEAS-ის კონტროლ ქვეშ იყო, ამჟამად კი ეს ტერ ორგანიზაცია ერაყში მთლიანად დამარცხებულია, ხოლო სირიაში მცირედი რაოდენობით დარჩნენ და მათ რეგიონის ქვეყნები გაანადგურებენ. რუსეთს, ირანს და თურქეთს სძულთ დეაშელები, როგორც ჩვენ ვიბრძოდით აქამდე მათ წინააღმდეგ, ახლა ამ ქვეყნებსაც შეუძლიათ ებრძოლონ რადიკალისტებს საკუთარ სამეზობლოში", განაცხადა ტრამპმა.
ამ დროს ისრაელში ვიზიტად მყოფმა ტრამპის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონმა გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ამერიკული ძალების გაყვანა სირიიდან დამოკიდებული იქნება "ქურთი მებრძოლების" უსაფრთხოების გარანტიის ქვეშ აყვანაზე და ამ ქურთ მებრძოლებში მან იგულისხმა ქურთული სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია PKK/YPG-ს წევრები.
ბოლტონის მხრიდან ამ ტერმინის ხმარებამ კი ძალზედ აღაშფოთა ანკარა, რომელმაც მკაცრად დაგმო ვაშინგტონის ქურთი ტერორისტებისადმი ასეთი მიდგომა
მსგავსი ინფორმაციები

აზერბაიჯანში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი ცნობილია
აზერბაიჯანში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი ცნობილია