ჯონ ბოლტონი ისრაელში ჩავიდა

მან ესადი გააფრთხილა, რომ არ გამოიყენოს ქიმიური იარაღი

1119986
ჯონ ბოლტონი ისრაელში ჩავიდა

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონმა, გააფრთხილა სირიის რეჟიმი, რომ აშშ-ის სირიიდან გასვლის გადაწყვეტილებისგან ბოროტად არ ისარგებლოს და არ გამოიყენოს ქიმიური იარაღი.

ბოლტონი ისრაელში გაემგზავრა, რათა განიხილოს სირიიდან აშშ-ის სამხედრო ძალების გაყვანის კოორდინაცის საკითხები და ეს განცხადება მან ტელ ავივის ბენ გურიონის აეროპორტში ჩასვლისას გააკეთა.

ამერიკელი სტუმარი დღეს ისრაელის პრემიერ მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება.

ამ დროს ისრაელის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, კან-მა განაცხადა რომ, ერთმა მაღალჩინოსანმა ამერიკელმა თქვა: ვაშინგტონი ჯერ კიდევ დარჩება ახლო აღმოსავლეთში და ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, ამ კვირაში ახლო აღმოსავლეთში დაგეგმილი ვიზიტის დროსაც დაადასტურებს.

პომპეო ახლო აღმოსავლეთის ტურნეს  8 იანვარს იორდანიიდან დაიწყებს და მთლიანობაში 8 სახელმწიფოს ეწვევა.

როგორც ცნობილია, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასულ თვეში განაცხადა, რომ მან გადაწყვიტა, სირიიდან დაუყონებლივ გაიყვანოს ამერიკული ძალები. თუმცა, ამის კვალდაკვალ რამდენიმე ამერიკელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ შესაძლოა მათი ჯარების სირიიდან გასვლას რამდენიმე თვე დასჭირდეს.



მსგავსი ინფორმაციები