ბრუნეიში ირანის ელჩად ქალი დანიშნეს

იგი ქვეყნის პირველი სუნიტი ქალი ელჩი გახდა

1117386
ბრუნეიში ირანის ელჩად  ქალი დანიშნეს

ირანის ისტორიაში პირველად დაინიშნა სუნიტი ქალი ქვეყნის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად.

ირანის სახელმწიფო ტელევიზიის განცხადებით, ქვეყნის სამხრეთში მდებარე სისტან-ბელუჯისტანის პროვინციაში ვიზიტად მყოფმა ვიცე-პრეზიდენტმა ისჰაკ ჯიჰანგირმა, ქასრის რაიონის გამგებელი ქალი ჰუმეირა რიგი, მოსახლეობას წარუდგინა როგორც ირანის ახალი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბრუნეიში.

"ქალბატონი რიგი არის ხელისუფლების მეტად წარმატებული წარმომადგენელი და გვჯერა, რომ ახალ სამსახურშიც წარმატებული იქნება“, განაცხადა ჯიჰანგირმა.

1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ ირანს ორი ქალი ჰყავდა უცხოეთში ელჩი ქალები, კონკრეტულად კი მალაზიაში და ფინეთში და ისინი შიიტები იყვნენ, ხოლო ჰუმეირა რიგი ქვეყნის ისტორიაში პირველი სუნიტი ელჩი ქალი გახდა



მსგავსი ინფორმაციები