ბაშარ ასადის რეჟიმის მხრიდან თავდასხმას 2 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა

ბაშარ ასადის რეჟიმის მიერ სამოქალაქოებით დასახლებულ ადგილებზე საარტილერიო თავდასხმის შედეგად 2 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

1117234
ბაშარ ასადის რეჟიმის მხრიდან თავდასხმას 2 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა

სირიაში ბაშარ ასადის რეჟიმის მიერ იდლიბის დეესკალაციის ზონაში დევნილთა ბანაკებსა და სამოქალაქოებით დასახლებულ ადგილებზე საარტილერიო თავდასხმის შედეგად 2 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 6 კი დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჰამას ჩრდილოეთით მდებარე ლატამინეს, კეფერზიტას და კიფრენბუდეს რაიონები, მორიკის დაბა და იდლიბის სამხრეთ-დასავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ბიდამას და ჰაბიტის დაბები, სოფლები ზუაინიე, ნაჯიე და ჰასი გუშინ საღამოს საათებში არტილერიითა და რაკეტებით დაბომბეს.

იდლიბის სამოქალაქო თავდაცვის დირექტორმა მუსტაფა ჰაჯი იუსუფმა განაცხადა: „რეჟიმის ძალებმა, საღამოს საათებიდან მოყოლებული მშვიდობიანი მოსახლეობით დასახლებულ ადგილებზე საარტილერიო და სარაკეტო თავდასხმები გაააქტიურა.  თავდასხმების შედეგად 2 სამოქალაქო პირი, მათ შორის ერთი დევნილთა ბანაკიდან დაიღუპა, 6 კი დაშავდა.“

იდლიბში ასადის რეჟიმის ზალების სოჭის შეთანხმების ხელმოწერიდან 17 სექტემბრიდან დღემდე სახმელეთო თავდასხმების შედეგად 47 მშვიდობიანი ადამიანი დაიღუპა მათ შორის 6 ქალი, 22 ბავშვი, ბევრი კი დაშავდა.

რეჟიმის ძალების თავდასხმების პარალელურად კი ოპოზიციის ძალებმა მძიმე შეიარაღება 10 ოქტომბრის შეთანხმების ფარგლებში განსაზღვრული რეგიონებიდან გაიყვანეს.  



მსგავსი ინფორმაციები