ისრაელის არმიამ ლიბანის საზღვარზე ჰეზბოლას მიერ გათხრილი გვირაბები ააფეთქა

ისრაელის არმიის განცხადებით, ლიბანის საზღვარზე ჰეზბოლას მიერ გათხრილი გვირაბები ააფეთქეს

1111356
ისრაელის არმიამ ლიბანის საზღვარზე ჰეზბოლას მიერ გათხრილი გვირაბები ააფეთქა

ისრაელის არმიის განცხადებით, ლიბანის საზღვარზე ჰეზბოლას მიერ გათხრილი გვირაბები ააფეთქეს. 

ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ გვირაბები „ჩრდილოეთის ფარის“ სახელწოდების ოპერაციის დროს გაანადგურეს. 

განცხადება საზღვრის რეგიონში მომხდარი აფეთქებების თაობაზე განმარტების მიზნით გაკეთდა და აღინიშნა, რომ რეგიონის მცხოვრებლები და ქალაქის მერები გვირაბების განადგურების შესახებ წინასწარ გააფრთხილეს.  

ისრაელის არმიამ, 4 დეკემბერს ლიბანის საზღვარზე, მათი თქმით ჰეზბოლას მიერ გათხრილი გვირაბების გასანადგურებლად „ჩრდილოეთის ფარის“ სახელწოდების ოპერაცია დაიწყო.

არმიაში გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საზღვრის მიღმა 4 გვირაბი აღმოაჩინეს და ოპერაცია “ჩრდილოეთის ფარი“ მანამდე გაგრძელდება, სანამ ყველა გვირაბი არ იქნება აღმოჩენილი და განადგურებული.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დროებითმა ძალებმა (UNIFIL) ისრაელის არმიის მიერ 4 გვირაბის აღმოჩენის თაობაზე ინფორმაცია დაადასტურა. ჰეზბოლას კი ისრაელის არმიის ოპერაციისა და გვირაბების თაობაზე რაიმე განცხადება არ გაუკეთებია.  



მსგავსი ინფორმაციები