ავღანეთში თალიბანის თავდასხმის შედეგად 3 სამხედრო დაიღუპა

ავღანეთში თალიბანის წევრების მიერ მოწყობილი თავდასხმის შედეგად სამი სამხედრო დაიღუპა

1110505
ავღანეთში თალიბანის თავდასხმის შედეგად 3 სამხედრო დაიღუპა

ავღანეთში თალიბანის წევრების მიერ მოწყობილი თავდასხმის შედეგად სამი სამხედრო დაიღუპა.

ზაბულის გუბერნატორის სამსახურის პრესსპიკერმა ჟურნალისტებთან გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ თალიბანის წევრების მიერ არგანდაბის დერვაზეს რეგიონში მდებარე სამხედრო პუნქტზე თავდასხმა განხორციელდა.

მისივე თქმით, თავდასხმის შედეგად 3 სამხედრო დაიღუპა, 2 კი დაიჭრა.

პრესსპიკერის განცხადებით, თავდასხმას შეტაკება მოჰყვა, რომლის დროსაც თალიბანის 8 წევრი მოკლული იქნა, ხოლო 12 კი დაიჭრა.

თალიბანის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თავდასხმის შედეგად 14 სამხედრო დაიღუპა.


საკვანძო სიტყვები: #ავღანეთი , #თალიბანი , #თავდასხმა

მსგავსი ინფორმაციები