თურქეთი რუსეთი და ირანი სირიის ახალი კონსტიტუციის ჩამოყალიბების საკითხზე შეთანხმდნენ

თურქეთი რუსეთი და ირანი სირიის ახალი კონსტიტუციის ჩამოყალიბების საკითხზე შეთანხმდნენ

1109549
თურქეთი რუსეთი და ირანი სირიის ახალი კონსტიტუციის ჩამოყალიბების საკითხზე შეთანხმდნენ

ასტანის პროცესის გარანტორი ქვეყნებიდან თურქეთის, რუსეთის და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა სირიის კრიზისის მოსაგვარებლად გუშინ, შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში შეხვედრა გამართეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ პრესკონფერენცია გამართა. „სირიის ახალი კონსტიტუციის დამწერი კომისიის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან შედეგს მივაღწიეთ. რეჟიმის და ოპოზიციონერებისგან ჩამოსაყალიბებელი კომისიის წევრების საკითხზე შეთანხმებას იქნა მიღწეული. კომისიაში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შესახებ აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, რომლის შესახებაც გარანტორი ქვეყნები და გაერო ერთობლივად მუშაობენ. მეორეს მხრივ ჩამოსაყალიბებელი კომისია სავარაუდოდ პირველ შეხვედრას, მომავალი წლის პირველ ნახევარში გამართავენ. ამ პროცესშიც ასევე  აქტიურად იქნებიან გარანტორი ქვეყნები ჩართული,“ განაცხადა ჩავუშოღლუმ. მეორეს მხრივ გუშინ ჟენევაში გამართული შეხვედრის შესახებ ერთი განცხადებაც, გაეროს სპეციალური წარმომადგენელი სირიაში, სტეფან დე მისტურამ გააკეთა, რომელმაც აღნიშნა, რომ სირიაში კონსტიტუციის ჩამოსაყალიბებლად,  კიდევ ერთი მილი აქვთ გასავლელი. მისივე თქმით, მათი მიზანი საიმედო, დაბალანსებული და ინკლუზიური კომიტეტის ჩამოყალიბებაა.



მსგავსი ინფორმაციები