სალომე ზურაბიშვილი უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა

სალომე სურაბიშვილის ინაუგურაციას თურქეთის სახელით ვიცეპრეზიდენტი ფუათ ოქტაი ესწრებოდა

1108039
სალომე ზურაბიშვილი უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა

საქართველოში 28 ნოემბერს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმების 59,54%-ის მიღებით გამარჯვებულმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ გამართული ინაუგურაციის შემდეგ ოფიციალური მოვალეობის შესრულება დაიწყო. ქალაქ,  თელავში, ერეკლე მეორის სასახლეში გამართულ ცერემონიას თურქეთის სახელით ვიცეპრეზიდენტი, ფუათ ოქტაი ესწრებოდა. სალომე ზურაბიშვილის ფიცის დადების ცერემონიალს სომხეთის პრეზიდენტი,  არმენ სარქისიანი, საფრანგეთის ექსპრეზიდენტი ნიკოლას სარკოზი, სხვა  ქვეყნების პარლამენტის თავჯდომარეები და სხვა პირები ესწრებოდნენ. მეორეს მხრივ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების არ ამღიარებელი „ძალა ერთობაშია“ ოპოზიციურმა კავშირმა და მათმა მომხრეებმა საპროტესტო აქციები გამართეს. საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან თელავში ჩასვლის მსურველები  თელავში მისავლამდის 40 კმ.-ის  მოშორებით პოლიციამ გააჩერა რა დროსაც მათსა და სამართალდამცველებს შორის მცირედი დაძაბულობაც მოხდა.



მსგავსი ინფორმაციები