აფრინში ერთი თურქი სამხედრო დაიღუპა
სირიის ტელ რიფათის რეგიონიდან პროვოკაციის მიზნით ცეცხლის შედეგად აფრინში მყოფი ერთი თურქი სამხედრო დაიღუპა
სირიის ტელ რიფათის რეგიონიდან პროვოკაციის მიზნით ცეცხლის შედეგად აფრინში მყოფი ერთი თურქი სამხედრო დაიღუპა.
თავდაცვის სამინისტროში გაკეთებული განცხადების თანახმად, სეპარატისტული ტერორგანიზაცია PKK/YPG-ს წევრმა ტერორისტებმა თურქეთის შეიარაღებულ ძალებს პროვოკაციის მიზნით ცეცხლი გაუხსნეს.
ტელ რიფატის რეგიონიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად ერთი სამხედრო დაიღუპა. რეგიონში მყოფი თურქეთის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა მყისიერად გახსნეს საპასუხო ცეცხლი და აღნიშნულ ტერორისტულ სამიზნეებზე ინტენსიური შეტევა განხორციელდა.
„მწუხარებას გამოვთქვამთ მომხდარის შედეგად დაღუპული ჩვენი შეჰიდის გამო, სამძიმარს ვიცხადებთ დამწუხრებულ ოჯახს და ჩვენს ერს, ვუსურვებთ გამძლეობას“-ნათქვამია განცხადებაში.
მსგავსი ინფორმაციები
„ევფრატის ფარის“ რეგიონში PKK/YPG-ს კიდევ 4 წევრი იქა განეიტრალებული
„ევფრატის ფარის“ რეგიონში PKK/YPG-ს კიდევ 4 წევრი იქა განეიტრალებული
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქციები გრძელდება
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქციები გრძელდება