ფაშინიანი: „მზად ვართ თურქეთთან წინაპირობების გარეშე ურთიერთობების დასამყარებლად"

ფაშინიამა განაცხადა: „მზად ვართ თურქეთთან წინაპირობების გარეშე ურთიერთობების დასამყარებლად. იმედი მაქვს თურქეთიც ამისათვის მზად არის.“

1104519
ფაშინიანი: „მზად ვართ თურქეთთან წინაპირობების გარეშე ურთიერთობების დასამყარებლად"

სომხეთის ვადამდელი არჩევნების გამარჯვებულმა, დროებითმა პრემიერმინისტრმა ფაშინიამა განაცხადა: „მზად ვართ თურქეთთან წინაპირობების გარეშე ურთიერთობების დასამყარებლად. იმედი მაქვს თურქეთიც ამისათვის მზად არის.“

კვირის ბოლოს გამართული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამარჯვებულმა ფაშინიამა უცხოელი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

მისი თქმით, თურქეთთან მათი ურთიერთობები მთიანი ყარაბაღის პრობლემას უკავშირდება და სომხეთ-აზერბაიჯანს შორის არსებული ურთიერთობების აღქმა თურქეთ-სომხეთის ურთიერთობებზეც ახდენს გავლენას.

„ადრე ბევრჯერ განვაცხადე. მზად ვართ წინაპირობების გარეშე თურქეთთან ურთიერთობების დასამყარებლად. იმედი მაქვს თურქეთიც ამისთვის მზად არის“- აღნიშნა ფაშინიანმა.  

იგი სომხეთის მიერ ოკუპირებული მთიანი ყარაბაღის საკითხსაც შეეხო და დასძინა, რომ ამას საერთაშორისო დღის წესრიგშიც უკავია ადგილი და იგი პრიორიტეტებს შორისაა და დაამატა: „იმედი გვაქს ამ პრობლემას მოვაგვარებთ. მტკიცედ მხარს ვუჭერთ პრობლემის მოგვარების მშვიდობიან გზებს.“

ფაშინიანმა, რომლის ალიანსმაც არჩევნებში ხმების 70,4% მოაგროვა, საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთთან ტრადიციულად კარგი ურთიერთობები აქვთ, ამავდროულად ევროკავშირის პარტნიორები და ევროსაბჭოს წევრებიც არიან.

ნატო-ზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ „გავლენის ქვეშ არ არიან, ნატო-სთან ურთიერთობას აგრძელებენ, თუმცა გაწევრიანებას არ აპირებენ.

ფაშინიანმა შეკითხვაზე, ირანთან მათ ურთიერთობაზე ამერიკის სანქციები მოახდენს თუ არა გავლენას, უპასუხა, რომ ირანი მისი ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მეზობელი ქვეყანაა.

მან ასევე დასძინა, რომ ახალი პერიოდის პრიორიტეტი „ეკონომიკური რევოლუცია“ იქნება.  



მსგავსი ინფორმაციები