სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ფაშინიანმა მოიგო

სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ფაშინიანმა მოიგო

1103547
სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ფაშინიანმა მოიგო

სომხეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ხმათა 70,4%-ით პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ნიკოლ ფაშინიანის ბლოკმა „ჩემი ნაბიჯი“ მოიგო. სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული არაოფიციალური მონაცემებით არჩევნები ხმათა 70,4%-ითფაშინიანის ბლოკმა „ჩემი ნაბიჯი“ მოიგო.  სომხეთის ცესკო-ს განცხადებით არჩევნებზე  აქტივობა 48,6%-ი დაფიქსირდა. ზოგადად კი სომხეთში 2,5 მილიონი ამომრჩეველია რეგისტრირებული.  სომხეთის პარლამენტში ფაშინიანის ბლოკის გარდა კიდევ ორმა პარტიამ შესძლო მეჯლისში მოსახვედრად საჭირო ბარიერის გადალახვა. სომხეთის კანონმდებლობის მიხედვით არჩევნებში ბლოკის სახით მონაწილეთათვის   7%-იანი, ხოლო დამოუკიდებლად მონაწილეთათვის 5%-იანი ბარიერია დაწესებული. შეგახსენებთ, რომ ნიკოლ ფაშინიანმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მიზნით ოქტომბრის თვეში თანამდებობიდან გადადგა. მოსახლეობის მიერე 5 წლის ვადით არჩეული დეპუტატები მომდევნო დღეებში პარლამენტში ქვეყნის ახალ პრემიერმინისტრს აირჩევენ.

 



მსგავსი ინფორმაციები