მოსულში ამჯერად წყალდიდობას ებრძვიან

პროვინციაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

1098626
მოსულში ამჯერად წყალდიდობას ებრძვიან

 

ერაყის მოსულის პროვინციაში გადაუღებელი ძლიერი წვიმებისა და წყალდიდობის გამო, ამ პროვინციის საოქო პარლამენტის მხრიდან მიღებული დადგენილებით, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

მოსულის გუბერნიიდან გავრცელებული განცხადებით, სამოქალაქო თავდაცვის ეკიპაჟები აგრძელებენ საძიებო და სამაშველო სამუშაოებს და მის ფარგლებში ათობით დაზარალებული ოჯახი გადაარჩინეს.

ძლიერი წვიმების შედეგად დაიტბორა ათასობით ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო სავარგული, ჩამოინგრა რამდენიმე ხიდი და ელეტროენერგიის მიწოდება შეუწყდა რამდენიმე დასახლებას.

23 ნოემბერს ერაყში წყალდიდობის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა და ათასობით სახლი დაზიანდა.



მსგავსი ინფორმაციები