ქართველმა ხალხმა მეხუთე პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი აირჩია
სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება
საქართველოში გუშინ გამართულ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, არაოფიციალური მონაცემებით დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავჯდომარე თამარ ჟვანიას განცხადებით ხმათა უმრავლესობა დათვლილია და ბოლო მონაცემებით, ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს. ცესკოს მონაცმებით ზურაბიშვილმა ხმების 59,54%, ხოლო ოპოზიციური პარტიების კანდიდატ, გრიგოლ ვაშაძემ 40,46%-ი მიიღო. საფრანგეთის დედაქალაქ, პარიზში 1952 წელს დაბადებული ზურაბიშვილი, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში 2004-2005 წლებში საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა. საფრანგეთში და აშშ-ი განათლება მიღებული ზურაბიშვილი, 2003-2004 წელებში თბილისში საფრანგეთის ელჩადაც მუშაობდა. საქართველოს ახალი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება.