უკრაინაში ხვალიდან ერთ თვიანი საომარი მდგომარეობა ამოქმედდება
უკრაინაში ხვალიდან ერთ თვიანი საომარი მდგომარეობა ამოქმედდება
უკრაინის პარლამენტმა პრეზიდენტ, პეტრო პოროშენკოს მიერ 30 დღიანი საომარი მოქმედებების გამოცხადებას მხარი დაუჭირა. პრეზიდენტის განკარგულებას მხარი 276 დეპუტატმა დაუჭირა. საომარი მდგომარეობა 28 ნოემბრის ადგილობრივი დროით 09:00 საათიდან ამოქმედდება და 27 დეკემბრამდე გაგრძელდება. პოროშენკოს თანახმად, საომარი მდგომარეობა უკრაინის 10 ოლქში იმოქმედებს. საუბარია რუსეთის, მოლდოვის საზღვრების გასწვრივ, ასევე შავი და აზოვის ზღვების პირას მდებარე ოლქებზე. უკრაინის ოდესის ოლქიდან ქერჩის სრუტის მიმართულები მიმავალ სამ უკრაინულ გემს რუსეთმა 25 ნოემბერს გავლა აუკრძალა. უკრაინული გემები ოდესის პორტიდან მარიუპოლის პორტისკენ მიემართებოდნენ. ამ ფაქტის შემდეგ პრეზიდენტმა პოროშენკომ ეროვნული უშიშროების საბჭო მოიწვია რა, ქვეყანაში საომარი მოქმედებების გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო.
მსგავსი ინფორმაციები
თელ-ავივში ასობით ადამიანმა ნეთანიაჰუს წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
თელ-ავივში ასობით ადამიანმა ნეთანიაჰუს წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა