სააკაშვილმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

მას საქართველოში დაბრუნება სურს

1095287
სააკაშვილმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მას სურს დაბრუნდეს თავის ქვეყანაში და განახორციელოს საზღვაო პროექტები.

მის მიმართ საქართველოში გამოტანილი დაკავებისა და პატიმრობის გადაწყვეტილების გამო, იგი წლებია რაც ვერ ბრუნდება სამშობლოში და ნიდერლანდებში აგრძელებს ცხოვრებას.

ექსპრეზიდენტმა სამომავლო გეგმებზე, სატელევიზიო არხ რუსთავი 2 წამყვანთან ისაუბრა და თქვა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მე -2 ტურში, რომელიც 28 ნოემბერს გაიმართება, თუ მისი პარტიის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე გაიმარჯვებს, მაშინ სამშობლოში ჩასვლას აპირებს, სადაც  ხელს შეუწყობს ახალი პოლიტიკური კოალიციის ფორმირებას, თუმცა იქვე განაცხადა, რომ აღარ სურს, არც პრეზიდენტობა და არც პრემიერ-მინისტრობა.

სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ სურს საქართველო უფრო ძლიერ საზღვაო ქვეყნად გადააქციოს და ამ მიზნით, იგი საზღვაო პროექტების განხორციელებისათვის ინვესტიციების მოზიდვას შეეცდება.

მისივე თქმით, შავი ზღვის სანაპიროზე მშენებარე ანაკლიის ღრმა ნავსადგურის მახლობლად მდებარე ლაზიკა თავისუფალი ვაჭრობის ზონად უნდა გამოაცხადონ, რომლის ხელმძღვანელიც მომავალში ის იქნება.

სააკაშვილმა საქართველო 2013 წელს დატოვა და ჯერ უკრაინაში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა, შემდეგ ნიდერლანდებში. მას საქართველოს მოქალაქეობა 2015 წლის 4 დეკემბერს, გიორგი მარგველაშვილის ბრძანებით  ჩამოერთვა



მსგავსი ინფორმაციები