ერაყში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა
ერაყში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა
1094091
ერაყის ჩრდილოეთ რეგიონებში ძლიერი წვიმების გამო მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 9-მდე გაიზარდა რა, ამ ფაქტის გამო 22 ადამიანიც დაშავდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, ერაყის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ძლიერმა წვიმებმა ყველაზე მეტად სალაჰადინის, მოსულის და კირკუკის რეგიონები დააზარალა. წყალდიდობის შედეგად ასევე 300 საცხოვრებელი სახლიც დაზიანდა. ამ ფაქტს ერაყის პრემიერმაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დაზარალებულ მოსახლეობას შესაბამისი დახმარება დროულად გაეწევა.