აზერბაიჯანის საქართველოს და თურქეთის გენშტაბის უფროსების მორიგი შეხვედრა ბაქოში გაიმართა
ზაქირ ჰასანოვი, გიორგი ჩაჩიბაია და იაშარ გიულერი ბაოში შეხვდნენ ერთმანეთს
ბაქოში, აზერბაიჯანის საქართველოს და თურქეთის გენშტაბის უფროსების, ზაქირ ჰასანოვის, გიორგი ჩაჩიბაიას და იაშარ გიულერის სამმხრივი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ჰასანოვმა, ჩაჩიბაიამ და გიულერმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. პრესკონფერენციის დროს თურქეთის გენშტაბის უფროსმა განაცხადა, რომ როგორც გლობალური ასევე რეგიონალური საკითხების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გამართეს. ჰასანოვმა კი სამ მოძმე და მეგობარ ქვეყნებს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაუსვა ხაზი. საქართველოს გენშტაბის უფროსმა გიორგი ჩაჩიბაიამ კი ერთობლივი პრესკონფერენციის სამი ქვეყნის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის, რეგიონის სტაბილურობისთვის მნიშვნელობაზე მიუთითა. მეორეს მხრივ სამივე ქვეყნის გენშტაბის უფროსებმა, სამომავლოდ ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩატარებისა და თანამშრომლობის საკითხზეც შეთანხმდნენ.