რუჰსარ ფექჯანის ვიზიტი ბულგარეთში გრძელდება

იგი ბორის ბოიკოვმაც მიიღო

1091484
რუჰსარ ფექჯანის ვიზიტი ბულგარეთში გრძელდება

 

თურქეთსა და მის მეზობელ ბულგარეთს შორის არსებული კეთილი ურთიერთობები, ვაჭრობის და ეკონომიკის სფეროებზეც დადებითად აისახება და ოფიციალური სოფია ყველაფერს აკეთებს, რათა კარის მეზობელი თურქეთის ეკონომიკური შესაძლებლობებისგან კარგად ისარგებლოს.

სწორედ ამ კონტექსტში მიმდინარეობს თურქეთის ვაჭრობის მინისტრის, რუჰსარ ფექჯანის ოფიციალური ვიზიტი ბულგარეთის დედაქალაქში.

ამ ქვეყნის პრემიერ მინისტრ ბოიკო ბორისოვთან პირისპირი შეხვედრის დროს თურქმა მინისტრმა ორ ქვეყანას შორის ამჟამად არსებულ მცირე პრობლემებს შორის პირველ ადგილზე დააყენა საბაჟო პუნქტებში არსებული დენადობის პრობლემები, რაც თურქეთის მხარეზე ადამიანებისა და ავტომანქანების გრძელ რიგებს იწვევს.

ამავე ვიზიტის ფარგლებში ფექჯანმა მონწილეობა მიიღო სოფიაში გამართულ საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს მიერ ორგანიზებულ ბიზნეს-ფორუმში და მასზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მიზნად ისახავენ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო მოცულობის გაზრდას.

თურქმა მინისტრმა და მისმა ბულგარელმა კოლეგამ ემილ კარანიკოლოვმა, აქვე ხელი მოაწერეს თანამშრომლობის ხელშეკრულებას თურქეთის საპრეზიდენტო საინვესტიციო ოფისსა და ბულგარეთის საინვესტიციო სააგენტოს შორის.



მსგავსი ინფორმაციები