ისრაელის ძალადობა გრძელდება

ისრაელის ძალადობა გრძელდება

1090119
ისრაელის ძალადობა გრძელდება

ისრაელის ჯარისკაცების მხრიდან, ოკუპირებულ იორდანეს დასავლეთ ნაწილში და იერუსალიმში ძალადობის  გამო სამი პალესტინელი დაშავადა. ჯარისკაცების მიერ გამოყენებული ცრემლსადენი გაზის შედეგად მრავალი ადგილობრივი და საერთაშორისო მედიასაშუალებების წარმომადგენლებიც დაშავდნენ. პალესტინელებმა ადგილობრივი და საერთაშორისო მედიასაშუალებების რეგიონში მუშაობების მხრივ ისრაელის მხრიდან შემოღებული შეზღუდვების გასაპროტესტებლად იერუსალიმის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ,  ყალანდიაში საპროტესტო აქციები გამართეს. ისრაელის ჯარებმა კი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, რის შედეგადაც მრავალი საერთაშორისო ჟურნალისტი და არაბ ჟურნალისტთა კავშირის წევრებიც დაშავდნენ. მეორეს მხრივ, პალესტინის ხსნის ორგანიზაციის  და  პალესტინის სახალხო პარტიის პოლიტიკური ოფისის წევრის,  ჰალიდ მანსურის განცხადებით მათ  პალესტინის ექსპრეზიდენტ, იასირ არაფათის გარდაცვალების მე-14 წლისთავთან დაკავშირებით სოფელ ურიფში ნერგები უნდა დაერგოთ რა, ამ ღონისძიებებში მონაწილე სამოქალაქოების და ჟურნალისტების წინააღმდეგ ისრაელის ჯარებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.



მსგავსი ინფორმაციები