შეტაკება ჰან იუნუსში
დაიღუპა 7 პალესტინელი
პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს პრეს წარმომადგენელმა, აშრაფ ალ-კუდრამ განაცხადა, რომ 7 პალესტინელი დაიღუპა და ამდენივე დაიჭრა ბლოკადაში მოქცეულ ღაზას სექტორში, ისრაელის არმიის მიერ ჰან იუნუსის აღმოსავლეთ საზღვრებზე ორგანიზებული თავდასხმის შედეგად.
ისრაელის არმიის განცხადებით კი, შეტაკების დროს 1 ებრაელი ჯარისკაცი დაიღუპა.
ჰამასის სამხედრო ფრთის, იზზეტტინ ალ-კასსამის ბრიგადის მხრიდან გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ისრაელის ჯარისკაცები სამოქალაქო მანქანით შევიდნენ ღაზას სამხრეთით მდებარე ჰან იუნუსის დასახლებაში და ბრიგადის მეთაურებიდან ნურ ბერექეზე მისი მკვლელობის მიზნით თავდასხმა განახორციელეს.
ამავე განცხადებით, ისრაელის ჯარისკაცების შეღწევის შესახებ გაიგეს თუ არა მათმა ელემენტებმა, მოქმედებაზე გადავიდნენ და უზრუნველყვეს ისრაელის ჯარისკაცების რეგიონიდან გასვლა, ხოლო ამ დროს ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა დაბომბეს ღაზას სამხრეთი რაიონები, რათა ხელი შეეწყოთ ებრაელი ჯარისკაცების მშვიდობიანი გასვლისათვის და ამ დაბომბვებს პალესტინელებში მსხვერპლი მოჰყვა.
ისრაელის არმიის მიერ გავრცელებულ წერილობით განცხადებაში აღნიშნულია: "ისრაელის არმიის სპეცდანიშნულების რაზმმა უსაფრთხოების ოპერაცია განახორციელა ღაზას სექტორში, რომლის დროსაც შეტაკება წარმოიშვა და 1 ჯარისკაცი დაიღუპა, 1 კი მსუბუქად დაშავდა."
მსგავსი ინფორმაციები
სირიის ჩრდილოეთში ათეულობით PKK/YPG-ს ტერორისტი იქნა განეიტრალებული
სირიის ჩრდილოეთში ათეულობით PKK/YPG-ს ტერორისტი იქნა განეიტრალებული