კოალიციამ დეაშის სამიზნეები დაბომბა

ლიკვიდირებულ იქნა 14 ბოევიკი

1085587
კოალიციამ დეაშის სამიზნეები დაბომბა

 

ერაყის ქალაქ მოსულში თავშეფარებულ ტერ ორგანიზაცია Dease-ს ობიექტებზე საჰაერო დარტყმები განხორციელდა, რის  შედეგადაც ლიკვიდირებულ იქნა 14 ტერორისტი.

ერაყის კოალიციის ერთობლივი ოპერაციების სარდლობის წარმომადგენელმა, გენერალ-მაიორმა იაჰია რასულმა განაცხადა, რომ კოალიციაში შემავალმა ამერიკულმა ბომბდამშენებმა ქალაქ მოსულის დასავლეთში მდებარე ადსანას მთის კალთები დაბომბეს, სადაც თავს აფარებენ იატაკქვეშეთში გადასული დეაშის წევრები და ლიკვიდირება გაუკეთეს 14 ტერორისტს.

მისვე თქმით, ამავე დაბომბვების დროს მიწასთან გაასწორეს ტერორისტების კუთვნილი სამი სამხედრო ბაზა.

მიუხედავად იმისა, რომ 2017 წელს ერაყში დეაში განადგურებულად გამოცხადდა, იატაკქვეშეთში გადასული ტერორისტები დრო და დრო პერიოდულ თავდასხმებს ახორციელებენ მოსულის, სელაჰეტტინის, ენბარისა და ქირქუქის ვილაიეთებში რა, ხოცავენ სრულიად უდანაშაულო სამოქალაქო პირებს



მსგავსი ინფორმაციები