სირიელი ლტოლვილები საკუთარ კერებს ნელ ნელა უბრუნდებიან
მიმდინარე წლის 10 თვეში სირიაში დაბრუნდა 32 ათასი ლტოლვილი
1081991
სამოქალაქო ომის შედეგად ქვეყნიდან გაქცეული და თურქეთს თავშეფარებული სირიელი ლტოლვილები ამ ბოლო ხანებში უსაფრთხო ტერიტორიებზე და იდლიბში ბრუნდებიან.
ასე რომ, თურქეთის სხვადასხვა რეგიონებში მცხოვრები სირიული ოჯახები ჯერ ჰათაიში მოდიან, იქიდან კი რეიჰანლის რაიონში მოქმედი ჯილვეგოზის საბაჟო გამშვები პუნქტიდან სირიაში შედიან და თავიანთ სახლ კარებს უბრუნდებიან.
სწორედ ამ გზით გასულ თვეში, თურქეთიდან სირიის დეესკალაციის ზონაში მდებარე საკუთარ კერებს 5 ათასზე მეტი სირიელი ლტოლვილი დაუბრუნდა, ხოლო მიმდინარე წლის 10 თვეში კი 32 ათასი. როგორც ცნობილია.
რუსეთი და თურქეთი, 17 სექტემბერს დათანხმდნენ იდლიბში დეესკალაციის ზონის შექმნაში