როჰანიმ აშშ-ს მიერ დღეს ამოქმედებული სანქციები შეაფასა

როჰანიმ ირანის ტელევიზიით გაკეთებულ განცხადებაში აშშ-ს მიერ დღეს ამოქმედებული სანქციები შეაფასა

1081720
როჰანიმ აშშ-ს მიერ დღეს ამოქმედებული სანქციები შეაფასა

ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მისი ქვეყნის წინააღმდეგ დაწესებულ ემბარგოს არ აღიარებენ და ნავთობის გაყიდვას გააგრძელებენ.

როჰანიმ ირანის ტელევიზიით გაკეთებულ განცხადებაში აშშ-ს მიერ დღეს ამოქმედებული სანქციები შეაფასა.

მისი თქმით, აშშ-ს სურს სრულიად ნულამდე დაიყვანოს ირანის მიერ ნავთობის გაყიდვების რაოდენობა და დაამატა: „ნავთობის გაყიდვას გავაგრძელებთ, აშშ-ს სანქციებს არ დავემორჩილებით.“

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მაისის თვეში ირანთან 2015 წელში მიღწეული შეთანხმებიდან გასვლის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ირანის წინააღმდეგ  სანქციების „ენერგეტიკის, ფინანსების და გემით ტრანსპორტირების“ შემცველი მეორე ეტაპი დღეს თურქეთის დროით 08.00 საათზე ამოქმედდა.
 


საკვანძო სიტყვები: #აშშ , #ირანი , #სანქციები

მსგავსი ინფორმაციები