ჰულუსი აქარი ჯეიმს მატისს ტელეფონით ესაუბრა

განიხილეს სირიის საკითხი

1080741
ჰულუსი აქარი ჯეიმს მატისს ტელეფონით ესაუბრა

 

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს სამსახურის ცნობით, ეროვნული თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აქარი ტელეფონით დაუკავშირდა თავის ამერიკელ კოლეგა ჯეიმს მატისს და საუბრისას მხარეებმა ურთიერთ აზრები გაცვალეს თავდაცვის სფეროში ორმხრივი ურთიერთობების, სირიის და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში.

ამ სატელეფონო საუბართან დაკავშირებით წერილობითი განცხადება გაავრცელა პენტაგონმაც და მასში აღნიშნულია, რომ აქარმა და მატისმა აღნიშნეს, თუ რა დადებითი წვლილი შეაქვს თურქი და ამერიკელი ჯარისკაცების ერთობლივ პატრულირებას სირიის მენბიჩის რეგიონში დაძაბულობის შემცირებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

მიმდინარე წლის ივნისიდან დაწყებული თურქი და ამერიკელი ჯარისკაცები მენბიჩში ცალ-ცალკე პატრულირებდნენ, ხოლო გუშინს აქეთ კი მათ პირველი ერთობლივი პატრულირება დაიწყეს.

თურქეთ-აშშ-ს შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, მენბიჩი გათავისუფლდება ტერორისტული ელემენტებისგან და მას ადგილობრივი მცხოვრებლები დაუბრუნდებიან, რომლებმაც რეგიონი დასტოვეს ქურთი სეპარატისტების მხრიდან მისი ოკუპირების დროს



მსგავსი ინფორმაციები