ზარიფიმ ინტერვიუ მისცა ამერიკულ ტელეარხ CBS-ს

“ამერიკამ სანქციების დაწესება თვითმიზნად გაიხადა“

1078002
ზარიფიმ ინტერვიუ მისცა ამერიკულ ტელეარხ CBS-ს

 

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯევად ზარიფიმ ამერიკულ ტელეარხ CBS-სადმი მიცემულ ინტერვიუში შეფასება მისცა აშშ-ს მხრიდან ირანის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს და თქვა, რომ, ამერიკამ მსოფლიოს ქვეყნებისადმი სანქციების დაწესება უკვე თვითმიზნად გაიხადა.

მისივე აზრით, 4 ნოემბრიდან ვაშინგტონის მიერ თეირანზე ახალი სანქციების ამოქმედება, დიდ ზეგავლენას ვეღარ მოახდენს ირანის ეკონომიკაზე.

"ახალ სანქციებს მართალია ჩვენს ქვეყანაზე  ექნება ეკონომიკური ზეგავლენა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენ პოლიტიკას არ შევცვლით, აშშ-მა ეს კარგად უნდა შეისწავლოს. მას მიაჩნია, რომ სანქციებით გადაჭრის ყველა პრობლემას, მაგრამ, იგი ძალიან ცდება", განაცხადა ზარიფიმ.

მისივე თქმით, ირანი არ დასტოვებს დასავლეთთან ხელმოწერილ ბირთვულ შეთანხმებას და არც მის თაობაზე ახლიდან მოლაპარაკებებს მიუჯდება

 



მსგავსი ინფორმაციები