მეორე ტურში ზურაბიშვილი და ვაშაძე გავიდნენ

მეორე ტურის თარიღი ჯერ ჯერობით არ არის დადგენილი

1077863
მეორე ტურში ზურაბიშვილი და ვაშაძე გავიდნენ

 

გუშინწინდელი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებმა საქართველოში აჩვენა, რომ ქვეყნის ახალი პრეზიდენტის ვინაობა მეორე ტურში დადგინდება.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე წარმოდგენილი შედეგების მიხედვით, დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც მხარს უჭერს   მთავრობა, ხმების 38.64% მიიღო და პირველ ადგილზე გავიდა, ხოლო მისმა უახლოესმა მეტოქემ, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ მხარდაჭერილმა გრიგოლ ვაშაძემ ხმების 37,7%-ით მეორე ადგილი მოიპოვა და სწორედ ისინი გავიდნენ მომდევნო ტურში, რომლის თარიღიც ცესკოს ჯერ არ გამოუცხადებია.

ქვეყნის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეფასება მისრა რა პირველი ტურის შედეგებს, ამომრჩევლებს მეორე ტურში აქტიურობისკენ მოუწოდა



მსგავსი ინფორმაციები