სტამბოლში თურქეთი-საქართველო-აზერბაიჯანის სამმხრივი მინისტერიალი გაიმართა

სტამბოლში თურქეთი-საქართველო-აზერბაიჯანის სამმხრივი მინისტერიალი გაიმართა

1077644
სტამბოლში თურქეთი-საქართველო-აზერბაიჯანის სამმხრივი მინისტერიალი გაიმართა
çavuş oğlu.jpg

სტამბოლში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს მასპინძლობით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანის და  აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ელმარ მამედიაროვის მონაწილეობით, თურქეთი-საქართველო-აზერბაიჯანის სამმხრივი მინისტერიალი გაიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ,  ჩავუშოღლუმ დოლმაბახჩეს სასახლეში თავის ქართველ და აზერბაიჯანელ კოლეგასთან ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა რა, საუდელი ჟურნალისტის ჯემალ ხაშოგის მკვლელობის საკითხს შეეხო და აღნიშნა, რომ ჯერ მის ცხედარს ვერ მიაკვლიეს მაგრამ, მომხდარის დეტალურად გამოსაძიებლად ყველაფერს აკეთებენ.  დოლმაბახჩეს სასახლეში გამართულ შეხვედრაზე მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ამ ფორმატის განსაკუთრებულ მნიშვნელობას სამი ქვეყნის კავშირების გაღრმავებისთვის, განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, როგორც არის ეკონომიკა, ენერგეტიკა, სატრანსპორტო კავშირები და სხვა საკითხებში.



მსგავსი ინფორმაციები