საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი მეორე ტურში გახდება ცნობილი

მეორე ტურში კი სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე გავიდნენ

1077372
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი მეორე ტურში გახდება ცნობილი

საქართველოში გუშინ ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ვერცერთმა კანდიდატურამ შესაბამისი რაოდენობის ხმები ვერ დააგროვა რა, არჩევნები მეორე ტურში გადაიდო. ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე ლიდერობენ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებული ბოლო მონაცემებით მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ხმების 38,66, ხოლო ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ მხარდაჭერილმა გრიგოლ ვაშაძემ 37, 7% მიიღო. არჩევნების პირველ ტურში დასრულების მიზნით ერთ-ერთმა კანდიდატმა  50%-ზე მეტი ხმა უნდა მიეღო. ცესკოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით არჩევნები მეორე ტურში გადაიდო. არჩევნებში სულ 25 კანდიდატი იბრძოდა. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, საპრეზიდენტო კანდიდატს გამარჯვებისთვის 50% +1 ხმა სჭირდება.   თუ არჩევნების პირველ ტურში ხმათა საჭირო რაოდენობას ვერც ერთი კანდიდატი ვერ მიიღებს, მეორე ტური დაინიშნება. მეორე ტურში ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება პირველი ტურის ორი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატს შორის მოუწევს. არჩევნების მეორე ტურს ნიშნავს ცენტრალური საარჩევნო კომისია შესაბამისი განკარგულებით. არჩევნების მეორე ტური იმართება პირველი ტურის შედეგების ოფიციალური გამოცხადებიდან ორი კვირის თავზე. მეორე ტურში გამარჯვებულად ითვლება ის კანდიდატი, ვინც მეტ ხმას მიიღებს. არჩევნების მეორე ტურში კანდიდატების მიერ ხმათა თანაბარი რაოდენობის მიღების შემთხვევაში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც პირველ ტურში მეტი ხმა მიიღო.



მსგავსი ინფორმაციები