სტამბოლის ოთხთა სამიტმა დეკლარაცია გამოაქვეყნა

“სირიაში არჩევნები ამ წლის ბოლოსათვის იქნას მოწვეული“

1077020
სტამბოლის ოთხთა სამიტმა დეკლარაცია გამოაქვეყნა

სტამბოლში, გუშინ დასრულებული ოთხთა სამიტის შემდეგ, რომელზედაც სირიის სამშვიდობო საკითხი განიხილეს და რომელშიც მონაწილეობა მიიღეს თურქეთის, რუსეთის, გერმანიის და საფრანგეთის ლიდერებმა, ერდოღანმა, პუტინმა, მერკელმა და მაკრონმა, ერთობლივი დეკლარაცია გამოქვეყნდა და მასში ხაზი გაუსვეს სირიაში ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელებისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მუდმივი მორატორიუმის მიღების მნიშვნელობას რა, ამასთან აღნიშნეს ამ საკითხში დაინტერესებული მხარეების მიერ ეფექტიან ღონისძიებათა სრულ განხორციელებისა და  ყველა დებულებების თუ ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფას.

ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს სირიის არაბთა რესპუბლიკის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი არსებული ვალდებულებების, გაეროს წესდებისა და პრინციპების ფარგლებში განხორციელებას.

"გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ ტერორისტულად აღიარებული DEAŞ-ის, Nusra-ს, El Kaide-ს და სხვა მსგავსი  ორგანიზაციების ან რადიკალური ინდივიდუალური პირების, თუ ინიციატივების  წინააღმდეგ ბრძოლა კატეგორიულად გაგრძელდება მათ სრულ განადგურებამდის, ხოლო ამ დროს რაიმე ზარალი არ უნდა მიადგეს არც სირიის ტერიტორიულ მთლიანობას და არც მეზობელი ქვეყნების უსაფრთხოებას. თურქეთის რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის სოჭში, მიმდინარე წლის 17 სექტემბერს სირიის იდლიბის რეგიონში დაძაბულობის შემცირებისა და სტაბილურობის დამყარების შესახებ მიღებულ მემორანდუმს მივესალმებით, რადგან, მის ფარგლებში რეგიონიდან გაყვანილ იქნა  მძიმე იარაღი, ხოლო ამის პარალელურად რადიკალური ჯგუფებიც გავიდნენ, რაც პროგრესად აღიქმება“, ხაზგასმულია ამ დეკლარაციაში.  

ლიდერებმა ასევე დაადასტურეს, რომ ისინი ქიმიური იარაღის გამოყენებას სირიაში ნებისმიერი მხარის მიერ, ყველაზე მეტად ეწინააღმდეგებიან და მოუწოდებენ თითოეულ მხარეს, ზუსტად და სრულად შეასრულონ კონვენცია ქიმიური იარაღის წარმოების, შენახვისა და გამოყენების აკრძალვის შესახებ.

მათვე საკონსტიტუციო კომიტეტს, რომელიც ჟენევაში შეიქმნება, მოუწოდეს, დადგინდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების საფუძველი ყველა სირიის მონაწილეობით და ყველანაირი გარემოებების გათვალისწინებით რა, იგი მოიწვიონ ამ წლის ბოლოსათვის.

ამავე დეკლარაციაში ლიდერებმა ყველა ქვეყანას და ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს მოუწოდეს, გაზარდონ ყველანაირი დახმარება და ამასთან უზრუნველყონ მათი უსაფრთხო მიწოდებაც.

ლიდერებმა სირიელი ლტოლვილების საკითხზე საუბრისას სოლიდარობა გამოთქვეს იმ მეზობელი ქვეყნების, განსაკუთრებით თურქეთის და იორდანიის მიმართ, რომლებიც მილიონობით ლტოლვილს იფარავენ და აღნიშნეს, რომ მათი სამშობლოში უსაფრთხო და ნებაყოფლობითი დაბრუნება უნდა მოხდეს საერთაშორისო სამართლის შესაბამისად.

ლიდერებმა გამოხატეს თავიანთი ვალდებულება, ერთობლივად იმუშაონ, რათა უზრუნველყონ სირიაში მშვიდობისა და სტაბილურობის პირობების შექმნა, ხოლო პოლიტიკური გადაწყვეტის ხელშეწყობის მიზნით კი, გააძლიერონ საერთაშორისო კონსენსუსი



მსგავსი ინფორმაციები