საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

ამ არჩევნებში სულ 25 კანდიდატი იბრძვის

1077093
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

 

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს და საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა რა, 20:00 საათზე დაიხურება, შემდეგ კი ხმების დათვლის პროცედურა დაიწყება.

ამ არჩევნებში სულ 25 კანდიდატი იბრძვის.

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თბილისში გამოიყენა ხმა და საარჩევნო ბიულეტენის ჩაგდების შემდეგ თქვა, რომ ხმა მისცა ისეთ კანდიდატს, რომელიც იქნება ყველას პრეზიდენტი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კი იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანაში დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნები ჩატარდება.

არჩევნებს 125 ადგილობრივი და საერთაშორისო პრესა აშუქებს.

არჩევნების პირველ ტურში დასრულების მიზნით ერთ-ერთმა კანდიდატმა  50%-ზე მეტი ხმა უნდა მიიღოს.

ბოლო საანკეტო გამოკითხვებით ამ არჩევნების გამარჯვებული მეორე ტურში გამოვლინდება.

საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი ბოლო ცვლილების თანახმად,  2023 წლიდან პრეზიდენტს უკვე პარლამენტი აირჩევს.



მსგავსი ინფორმაციები