ნიკოლ ფაშნიანი გადადგა

ნიკოლ ფაშნიანი გადადგა

1070083
ნიკოლ ფაშნიანი  გადადგა

სომხეთის პრემიერმინისტრ, ნიკოლ ფაშინიანმა ერთ-ერთ სატელევიზიო არხთან ინტერვიუს დროს პირდაპირ ეთერში გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა. მან მიმდინარე თვის დასაწყისში ოპოზიციური პარტიების ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, პარლამენტი დაითხოვა. ფაშინიანის გადადგომის შემდეგ პარლამენტი ახალი პრემიერის დასადგენად, არჩევნებს ჩაატარებს. იმ შემთხვევაში თუ არცერთი პარტია კანდიდატურას არ წამოაყენებს მაშინ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები დაინიშნება. სომხეთის კონსტიტუციის მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ პარლამენტი პირველ ტურში ვერ აირჩევს პრემიერს მაშინ შვიდი დღის შემდეგ მეორე ტური ინიშნება. კონსტიტუციის მიხედვით თუ მეორე ტურშიც ვერ მოხდა პრემიერის არჩევა, მაშინ პარლამენტი იშლება და ვადამდელი არჩევნები ინიშნება.



მსგავსი ინფორმაციები