ტერაქტები ერაყში
3 ტერაქტს 4 კაცი ემსხვერპლა
1063634
ერაყის ფელუჯას, სელაჰეტტინისა და მოსულის რეგიონებში ზედიზედ მომხდარ ტერაქტებში 4 ადამიანი დაიღუპა, 37 დაიჭრა.
პირველი თავდასხმა დღეს დილით ანბარის ვილაიეთში მდებარე ქალაქ ფალუჯაში მოხდა. ქალაქის ცენტრში პარკირებული ავტომანქანა აფეთქდა, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაიჭრა, მათ შორის 1 პოლიციელი.
მეორე აფეთქება სელაჰეტტინის მახლობელ სიინიეში მოხდა, სადაც ქალაქ ბეიჯის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში მომუშავეების ავტობუსი აფეთქდა და აქაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 32 დაშავდა.
მესამე ტერაქტი ქალაქ მოსულში განხორციელდა და აქ 3 კაცი დაიღუპა, 1 კი გაიტაცეს. ტერორისტების დაკავების მიზნით რეგიონში სპეცოპერაცია დაიწყო