ალიანსის წევრები საქართველოს ნატოში გაწევრიანებას მხარს უჭერენ

ალიანსის წევრები საქართველოს ნატოში გაწევრიანებას მხარს უჭერენ

1061962
ალიანსის წევრები საქართველოს ნატოში გაწევრიანებას მხარს უჭერენ

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსი მხარს უჭერს საქართველოს ნატოში  გაწევრიანებას და აღნიშნა, რომ ნატოს კარი ღიაა ამ ქვეყნისთვის. მან ამის შესახებ  ბელგიის დედაქალაქ,  ბრიუსელში გამართულ ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტერიალზე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის შემდეგ პრესკონფერენციის დროს განაცხადა. სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ნატოს, ავღანეთის მისიაში ძალიან დიდი წვლილი შეაქვს. მისივე თქმით, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების საკითხებიც განიხილეს. გენერალურმა მდივანმა მიმდინარე წლის ივლისის თვეში გამართული ნატოს მინისტერიალიც გაიხსენა და დასძინა, რომ ალიანსის წევრმა  ქვეყნებმა  საქართველოს ნატოში გაწევრიანებას მჭიდროდ დაუჭირეს მხარი. სტოლტენბერგმა ნატოს სახელით საქართველოს კიდევ ერთხელ გამოუცხადა  ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. მან ბოლოს რუსეთს მოუწოდა, შეწყვიტოს ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება, რადგან ორივე რეგიონი საქართველოს ნაწილია.



მსგავსი ინფორმაციები