რუსეთმა სირიას საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემა გადასცა

ამის შესახებ შოიგუმ განაცხადა

1061208
რუსეთმა სირიას საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემა გადასცა

 

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ სირიას უკვე გადასცეს S-300 ტიპის საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემა.

უშიშროების საბჭოს გუშინდელ სხდომაზე, რომელიც პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ხელმძღვანელობით ჩატარდა, შუიგუმ ისაუბრა იმ ზომებზე, რომლებიც მიიღეს სირიაში მომსახურე რუსი ჯარისკაცების უსაფრთხოების გაზრდის მიზნით.

"ჩვენ სირიის ხელისუფლებას გადავეცით არა მხოლოდ S-300 ტიპის სარაკეტო სისტემა, არამედ კიდევ 49 ცალი სხვადასხვა სახის სამხედრო ტექნიკაც", აღნიშნა შოიგუმ.

გასულ თვეში, სირიის საჰაერო ძალებმა რუსული ილ-20 თვითმფრინავი ჩამოაგდეს, რის შედეგად 15 რუსი  ჯარისკაცი დაიღუპა.

მოსკოვმა ამ ინციდენტთან დაკავშირებით ისრაელის საჰაერო ძალები დაადანაშაულა და განაცხადა, რომ სირიაში რუსული ჯარის უსაფრთხოების გაზრდის მიზნით ასადის რეჟიმს S-300 ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემას გადასცემდნენ



მსგავსი ინფორმაციები